გუმათის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
09-04-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს. 

„სწავლება მიმდინარეობს დისტანციურად. სკოლის ყველა პედაგოგი დარეგისტრირებულია „თიმსის“ პროგრამაში, რომლის საშუალებითაც მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ. სკოლა ასევე იყენებს სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას, რომ ყველა მოსწავლისათვის განათლების მიღება იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. მოსწავლეების ნაწილი იყენებს ფეისბუქს, „მესენჯერს“, ელექტრონულ ფოსტას, მობილურ ტელეფონსა და ტელეგაკვეთილებს“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეებს კი გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203