დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
09-04-2020

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში.

მასწავლებლები სარგებლობენ პროგრამა teams-ით, ინტერნეტის ხარვეზის გამო იყენებენ სატელეფონო საშუალებებსაც. ყველა პედაგოგი თავდაუზოგავად ცდილობს, დისტანციური სწავლება წარმატებულად წარიმართოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203