ძმაგულის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები მეორედ ჩატარდა
09-04-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში უკვე მეორედ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

პირველ ჯერზე ამ საქმეს ხელი თავად სკოლის თანამშრომლებმა მოჰკიდეს და სასწავლო დაწესებულების ყოველი კუთხე-კუნჭული სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით, ზედმიწევნით დაამუშავეს; ხოლო მეორედ დეზინფექცია კომპანიამ ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად, ძმაგულის საჯარო სკოლის კედლებში მოსწავლეთა ჟრიამული არ ისმის, სკოლის ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელის ბავშვების დაბრუნებას; მანამდე კი ყველაფერს აკეთებენ, რათა მოზარდების, პედაგოგებისა და მშობლების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203