ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
09-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში გაკვეთილები დისტანციურად ტარდება. სკოლის ყველა პედაგოგი დარეგისტრირებულია „თიმსის“ პროგრამაში. 

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში და ცდილობენ მაქსიმალურად კარგად წარიმართოს სწავლება. სკოლა იყენებს სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს: „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერს“, „ფეისბუქს“, მობილურ ტელეფონს, ელქტრონულ ფოსტას, ასევე ტელე გაკვეთილებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203