ქუთაისის N19 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
09-04-2020

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის ყველა პედაგოგი, მშობელი და მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ელექტრონილი პლათფორმების დახმარებით.

სკოლა სასწავლო პროცესისთვის იყენებს: „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერს“, ელექტრონულ ფოსტას, „ფეისბუქს“, მობილურ ტელეფონსა და ტელე გაკვეთილებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203