
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დღნორისის საჯარო სკოლის შენობას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი, დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები, კიბის უჯრედები, კედლები და იატაკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.