
დღეს ქართული საგანმანათლებლო სისტემა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დისტანციური სწავლებაზეა გადასული და შეუძლებელია, არ აღინიშნოს პედაგოგებისა თუ თავად მოსწავლეების ძალისხმევა, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაშიც ტარდება ონლაინ-გაკვეთილები და მოსწვლეები, პედაგოგებთნ ერთად, ცდილობენ, არ ჩამორჩნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას.
სკოლაში იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა დისტანციურ საგაკვეთილო პროცესთან და შეუფერხებლად შეძლოს განათლების მიღება.
ყოველი პედაგოგი, მოსწავლე და მშობელი მაქსიმალურად ცდილობს სასწავლო პროცესი კარგად წარიმართოს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში თავს არ ზოგავენ, რათა ახალ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდნენ.