აფხაზეთის N15 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
09-04-2020
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის ყველა პედაგოგი, მოსწავლე და მასწავლებელი ჩართულია ამ პროცესებში. სკოლამ თავი კარგად გაართვა ამ ახალ გამოწვევას და ცდილობენ მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური საგაკვეთილო პროცესი, რომ მოსწავლეებმა მიიღონ სრულყოფილი განათლება. ამისათვის იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს