დისტანციურ სასწავლო პროცესში აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე არის ჩართული
09-04-2020
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩართულია დისტანციურ სასწავლო პროცესში და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს: „თიმსს“, „ზუმს“, მესენჯერს, ელექტრონულ ფოსტას, მობილურ ტელეფონსა და ტელეგაკვეთილებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.