კოჭოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
09-04-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
„ვინაიდან სოფელში არის ინტერნეტის პრობლემა, სკოლის მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს „ფეისბუქისა“ და „მესენჯერის“ საშუალებით უწევთ განათლების მიღება. ასევე იყენებენ „თიმსს“, „ზუმს“, ელექტრონულ ფოსტას, მობილურ ტელეფონსა და ტელეგაკვეთილებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.