
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა დიტანციური სწავლების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. პედაგოგები თავდაუზოგავად შრომობენ და სკოლის არც ერთი წარმომადგენელი არ ეპუება ონლაინ-სწავლების არანაირ სირთულეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები დისტანციური სწავლების პროცესში და მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. ბავშვებმა იციან, რომ ინტერნეტისა თუ ტელეფონის საშუალებით მიღებული დავალებები აუცილებლად უნდა შეასრულონ; მიუხედავად იმისა, სკოლაში არ დადიან, სწავლას განაგრძობენ, რჩებიან სახლში და რაც მთავარია, კარგად აცნობიერებენ, რომ ეს ყველაფერი მათივე უსაფრთხოებისთვის კეთდება.