დერჩის საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
09-04-2020

მართალია, ონლაინ-სწავლება სკოლებისთვის, ერთვარი სიახლე იყო, მაგრამ შეუძლებელია არ აღინიშნოს, მასწავლებლებმაც და მოსწალეებმაც კარგად გაართვეს თავი ახალ გამოწვევას. ამ მხრივ გამონაკლისი არც  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლაა, სადაც დისტანციური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ადგილობრივი პედაგოგები თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებმა საჭირო ცოდნა მიიღონ და ზედმიწევნით კარგად შესრულდეს ეროვნული სასწავლო გეგმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლა მაქსიმალურად იყენებს სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას, რათა თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესთან წვდომა უზრუნველყოს. იყენებენ „თიმსს“, ტელეგაკვეთილებს, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ბავშვებსა თუ მშობლებთან ტელეფონის საშუალებით, შექმნილია ფეისბუქ-ჯგუფები...  დერჩის საჯარო სკოლაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვები სწავლას არ ჩამორჩნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203