„რესურსი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია“ - ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო რესურსი შექმნეს
09-04-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესები“ ფარგლებში პლაკატის სახით ვიზუალური სასწავლო რესურსი შექმნეს.
„რესურსი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, ჩემი პაწაწინების მიერაა შექმნილი პროექტის- „ჯანსაღი ცხოვრების წესები“ ფარგლებში“,- წერს ტაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგი შუშანა ტარიელაძე სოციალურ ქსელში.