დანისპარაულის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
09-04-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 6 მარტს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

სკოლაში დეზინფექცია დაქირავებულმა კომპანიამ ჩაატარა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203