ქვენობნის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
09-04-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო დისტანციურ  სწავლებაში, რომელიც მოსწავლეებისათვის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.

„პედაგოგები სხვადასხვა აქტივობებით, სატელეფონო საუბრებით, ფეისბუქ-ჯგუფებით და ონლაინ სწავლებით ცდილობენ, გადასცენ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები და მათგანაც იღებენ უკუკავშირს, ხმოვანი შეტყობინებებით, შესრულებული დავალების გადმოგზავნით და სხვა...

იმედია, მალე დასრულდება ბრძოლა „უხილავ მტერთან“ და ყველაფერი  ჩადგება თავის ფორმატში, არამარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით...ჯანმრთელიობას გისურვებთ ყველას...“-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203