
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
სასწავლო პროცესში ჩართულია სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი. სკოლა იყენებეს სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას როგორიცაა ზუმი, თიმსი ფეისბუქი, მესენჯერი, ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონი ასევე ტელე გაკვეთილები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.