როდის შეიტყობენ აბიტურიენტები, უცხოური ენების რომელი ვარიანტი დასახელდა რთულად
01-08-2017

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების შედეგები უკვე გამოაქვეყნა. რომელი ვარიანტი დასახელდა რთულად და რამდენი იქნება ბარიერი რთული ვარიანტისთვის - ამ კითხვებით Etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა.

''იმ კვირაში, დაახლოებით ორშაბათ-სამშაბათს დასრულდება ყველა საგნის პირველადი შედეგების გამოცხადება, რის შემდეგაც აბიტურიენტებს აპელაციის შესაძლებლობა ექნებათ. ეს პროცესი (აპელაციის პროცესი) სავარაუდოდ 4-5 დღეს გაგრძელდება. აპელაციების დასრულების შემდეგ გვეცოდინება, თუ რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად და ამ რთული ვარიანტებისთვის გამსვლელი ქულა რამდენი იქნება. აპელაციამდე მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის გათანაბრების ცხრილი გასაჯაროვდა. ისიც იმიტომ, რომ როგორც წესი, ზოგადი უნარების პირველად შედეგებზე აპელაციის შედეგს გავლენა არ აქვს. სხვა გამოცდების შედგები კი აპელაციის შედეგ, როგორც წესი იცვლება. ამიტომ, სხვა გამოცდების გაიგივების ქულა აპელაციის შემდეგ იქნება ცნობილი'', - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ტესტის ერთი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში (მაგ.: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია.) არ გამოიყენება გათანაბრების წესი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მიიღოს კონკურსშიმონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა ან მეტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203