ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
09-04-2020

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სხვა საჯარო სკოლებთან ერთად, ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ონლაინ გაკვეთილებში.

„ჩვენი სკოლის მასწავლებლები ძალიან კარგად შეუდგნენ ამ ახალ სასწავლო პროცესს. მოსწავლეებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დისტანციურ სწავლებას. ჩვენი სკოლა ყოველთვის გამორიჩევა თავისი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობით. თითოეული პედაგოგი, გაკვეთილთან ერთად, ასევე ფსიქოლოგიურ პატარა შესავალსაც უტარებს მოსწავლეებს და მშობლებს, რადგან ამ პროცესში მშობლის როლი ძალიან მნიშნელოვანია,“- აღნიშნავს სკოლის ქართული ენის პედაგოგი ამალია მგდესიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203