თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
09-04-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა გაკვეთილებს დისტანციურად ატარებს.
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს, რაც ხელს უწყობს დისტანციური სწავლების მაქსიმალურ ეფექტიანობას. სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩართულია სასწავლო პროცესში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.