სამების საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
09-04-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. პედაგოგები მოსწავლეებს სოციალური ქსელის საშუალებით უკავშირდებიან და დავალებებსაც უმოწმებენ.

„ჩვენი სოფელი არის მაღლთმიანი, სასომხეთის საზღვრიდან 500 მეტრში. აქედან გამომდინარე, ინტერნეტის ხარისხი არის ძალიან დაბალი და ჩვენ, ძირითადად, გაკვეთილებს ვატარებთ მობილური ტელეფონის საშუალებით, ხოლო დავალებების შემოწმება ხდება მესენჯერით (ფოტო მასალით),“-აღნიშნავს სკოლის დირექტორის მზექალა მინაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203