
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად ერთვებიან. მათ დისტანციური სწავლება ძალიან მოსწონთ. მასწავლებლები ბავშვებთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებას იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.