დავითიანის საჯარო სკოლის შენობას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა
09-04-2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 12 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.