
ქობულეთის მუნიციპალიტეტის კოხის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული ონლაინ სწავლების პროცესში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პედაგოგი და მოსწავლე ჩართულია Microsoft teams-ის პროგრამაში, ონლაინ სწავლებისათვის მაინც ამჯობინებენ მესენჯერს, ვინაიდან უფრო მოსახერხებელია.
„როგორც ჩანს, teams-ის პროგრამაში მუშაობისთვის გამართული ტექნიკური საშუალებები პრობლემას ქმნიდა. უნდა ვთქვათ, რომ თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული ონლაინ გაკვეთილებში. მხოლოდ 3 მოსწავლესთან ვერ ხერხდება ონლაინ კავშირი და მათ ტელეფონით მიეწოდებათ ინფორმაცია“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.