
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„სკოლა მუდმივად დგას სხვადასხვა გამოწვევების წინაშე, თუმცა, ის, რაც ამჟამად ხდება, უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია. საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, როგორც კი ქვეყანაში დაავდების გავრცელების საშიშროება წარმოიშვა, მაშინვე დღის წესრიგში დადგა სკოლის დეზინფიცირების საკითხი, რაც სასწრაფოდ იქნა მოგვარებული“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.