„დარჩი სახლში“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
09-04-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან დისტანციურ სწავლებაში ჩართულნი. ისინი ყველას მოგვიწოდებენ, დავრჩეთ სახლში, რომ შევაჩეროთ კორონავირუსი. ბავშვებმა ამ თემაზე ნამუშევრები შექმნეს.

„მიხარია ასე აქტიურად რომ ჩაერთვნენ ჩვენი მოსწავლეები და მშობლები ისეთ მნიშვნელოვან საქმეში,როგორიც გახლავთ კორონავირუსის პრევენცია. ასეთია ჩვენი მე-5 კლასის მოსწავლეების: ზურა ჯოხაძის, ლევან ელბაქიძის და ლუკა ქარსელაძის მოწოდება #დარჩისახლში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203