
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის შენობას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები 5 მარტს მთავრობისა და განათლების სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი, დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები, კიბის უჯრედები, კედლები და იატაკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები