კოხნარის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული
09-04-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ და გაკვეთილების ასახსნელად სარგებლობენ როგორც Teams-ის პროგრამით, ასევე სოციალური ქსელებით და სხვა საშუალებებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203