ბასილეთის საჯარო სკოლა ონლაინ რეჟიმში მუშაობს
08-04-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბასილეთის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

„სკოლა მოსწავლეებთან ონლაინ რეჟიმში მუშაობს, შეძლებისდაგვარად. ვისაც ინტერნეტი აქვს „მესენჯერით“, ვისაც არ აქვს ტელეფონით“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეებს კი გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203