ვარხანის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთო
08-04-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის ვარხანის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში.

მასწავლებლები იყენებენ სატელეფონო საშუალებებს, სოციალურ ქსელებს, Teams-ს. ამ ტიპის სწავლებაში ჩართული არის ყველა პედაგოგი, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203