ქვენობნის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
08-04-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლაში დეზინფექცია საფუძვლიანად ჩატარდა. დამუშავდა სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია.

სპეციალური ხსნარით დასუფთავდა სკოლის შენობა და ინვენტარი, დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები, კიბის უჯრედები, კედლები და იატაკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203