ერგეს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
08-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა აქტიურად იყენებს სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს, როგორც „თიმსს“, „მესენჯერს“, ასევე მობილურ ტელეფონს.

„სკოლის ყველა პედაგოგი ცდილობს მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური სწავლება რათა, მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეებს კი გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203