სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის შენობას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა
08-04-2020

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის შენობას და სასკოლო ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა.

7 მარტს, საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და საკლასო ოთახები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203