დიდი არაქალის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
08-04-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლების პროცესში ყველა პედაგოგი აქტიურად არის ჩართული. მასწავლებლები ითვალისწინებენ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს დისტანციური სწავლების პროცესში.

კლასის დამრიგებლებმა დროულად და მაქსიმალურად მოახდინეს თავიანთი სადამრიგებლო კლასების ჩართულობა Teams-პროგრამაში. სწავლების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს Teams-ის გამოყენებით.

ამასთან, პედაგოგები სარგებლობენ  ზოგ მოსწავლეებთან, რომლებსაც არ აქვთ სწრაფი ინტერნეტი, სხვადასხვა პროგრამით და მუდმივ კავშირზე არიან მოსწავლეებთან.

სკოლის მასწავლებლები ასევე ხშირად უწევენ ორგანიზებას მასწავლებლების ონლაინ შეხვედრებს, სადაც განიხილება ონლაინ ფორმატით სწავლა-სწავლების პრობლემები და ხდება მიღებული გამოცდილების გაზიარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203