ჭაგნის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
08-04-2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჭაგნის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლებისთვის მასწავლებლები Microsoft Teams-ს და „მესენჯერს“ იყენებენ. 

„დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც სკოლა, ისე მშობლები. პედაგოგები მშობლების დახმარებით ახერხებენ ბავშვებთან კავშირს და კომუნიკაციას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეებს კი გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203