ბრილის საჯარო სკოლის შენობას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა
08-04-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო, შეწამვლითი სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეებს კი გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.