ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
08-04-2020

ქვეყანაში შექმნილი ვითრების მიუხედავად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ, მოსწავლეები არ ჩამორჩნენ სასწავლო გეგმას.

ბავშვებთან მუდმივი კონტაქტი და დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობა ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის პედკოლექტივისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. სკოლის დრიექციის ინფორმაციით, დისტანციური სწავლებისთვის შექმნილია ვირტუალური საკლასო სივრცეები Teams და feedc-ს პლატფორმით,  კლასების დახურული ფეისბუქ-ჯგუფები, აქვთ  შესაბამისი განრიგი,  რათა ყველა გაკვეთილი ჩატარდეს შეუფერხებლად,

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის ადმინისტრაციაცა და პედკოლექტივიც ითვალისწინებს განათლების სამინისტროს სპეციალისტების რეკომენდაციას და მოსწავლეები აგრეთვე  სარგებლობენ ტელესკოლის გაკვეთილებით;

„მართალია, არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორებიც - ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს  არ აქვს კომპიუტერული მოწყობილობა და ინტერნეტი, მაგრამ ამის მიუხედავად,  მასწავლებლები სატელეფონო კომუნიკაციით ახერხებენ მოსწავლეებისათვის საჭირო დავალებებისა და მასალების მიწოდებას", - აცხადებენ სკოლის დრიექციაში. ასე რომ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში, ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, სასწავლო პროცესი დისტანციურად გრძელდება და ყველა მოუთმენლად ელის სკოლაში დაბრუნებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203