ჭვინთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
08-04-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ჭვინთის საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

სკოლის დერეფნის და კლასების იატაკი, ასევე სკამები და მერხები სპეციალური ხსნარებით​ სანიტარულად დამუშავდა. განიავდა და დასუფთავდა შენობის შიდა პერამეტრი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეებს კი გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203