გორდის საჯარო სკოლა მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს
08-04-2020

მაშინ, როდესაც  მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, უხილავ მტერს ვებრძვით,  საქართველოს სასწავლო დაწესებულებები ძალისხმევას არ იშურებენ, ბავშვების სკოლებში დაბრუნებისთვის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორდის საჯარო სკოლაა, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სკოლის თითოეული კუთხე-კუნჭული ზედმიწევნით დამუშავდა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.

გორდის საჯარო სკოლის კედლებში სიცივეს და უჩვეულო სიჩუმეს დაუსადგურებია, თუმცა ფაქტი ერთია - სკოლის ადმინისტრაცია საკუთარი მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებაზე მუდმივად ზრუნავს. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლა, ზედმიწევნით ასრულებს მთავრობისა და ჯანდაცვის მესვეურთა რეკომენდაციებს და როდესაც მოსწავლეები სკოლის კედლებს დაუბრუნდებიან, უსაფრთხო გარემო მათთვის უზრუნველყოფილი იქნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203