
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.
მუხაესტატეს საჯარო სკოლა გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართულნი. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური სწავლება, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება. ამისათვის იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს, როგორებიც არის: „თიმსი“, „ზუმი“, „ფეისბუქი“, „ელექტრონული ფოსტა“, „მესენჯერი“ და მობილური ტელეფონი.