ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
08-04-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა მარტის თვიდანვე აქტიურად ჩაერთო დისტანციურად სწავლების პროცესში.

„მიუხედავად რთული ვითარებისა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, საკმაოდ კარგად გაართვეს თავი სწავლების ამ გამოწვევას და გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი აქტიურობით, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის
მოსწავლეები და მათი მშობლები. იყენებენ teams და feedc პლატფორმას. სკოლის დირექტორი ქ-ნი ნინო ცხადაია, მადლიერებას გამოხატავს, თითოეული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის მიმართ, დაუღალავი შრომისა და აქტიურობისათვის მადლობას უხდის მათ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203