ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
08-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან ონლაინ სწავლებაში ჩართულნი.

„სკოლა ცდილობს, მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური სწავლება. პედაგოგები იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლათფორმებს, როგორც თიმს, ზუმს, მესენჯერს, ელექტორნულ ფოსტასა თუ სხვა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203