
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჭამიასერის საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი ჩართულია დისტანციურ სწავლებაში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები მოსწავლეებთან დასაკავშირებლად და დისტანციური სასწავლო პროცესისთვის იყენებენ როგორც Teams-ს, ასევე მესენჯერს და სატელეფონო საშუალებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.