„ცრემლი მოგვგვარა თქვენმა წერილებმა“- ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებელს წერილები მისწერეს
08-04-2020

ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებელს წერილები მისწერეს. პატარები მასწავლებლის მიმართ სიყვარულს და მონატრებას გამოხატავენ. სკოლის დირექცია მოსწავლეებს და მათ მშობლებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, წერილებისთვის კი მადლობას უხდის.

„ჩვენი პლანეტა კორონავირუსმა მოიცვა. თალხი ჩაიცვა დედამიწამ... დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზედება. მთავარია შევიგნოთ, გავიზიაროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დავრჩეთ სახლში...

ჩვენო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, ძვირფასო ბებიებო და ბაბუებო დარჩით სახლში! დარჩით იმიტომ რომ სიცოცხლემ კიდევ იზეიმოს დედამიწა ისევ გახდეს მზიანი, ხალისიანი. თბილი, ტკბილი...ჩვენო მოსწავლეებო, დარჩით სახლში და ჩაუჯექით წიგნებს, უყურეთ ტელეგაკვეთილებს. თქვენ ჩვენო პატარებო, ერთი სახალისო დავალება მიიღეთ და ძალიან კარგად შეასრულეთ, ამისათვის მადლობას გეუბნებით!  

გული აგვიჩქარა და ცრემლი მოგვგვარა თქვენმა წერილებმა, ყოჩაღ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203