ხონის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედებს გაზაფხულის დღესასწაულები ორიგინალურად მიულოცეს
08-04-2020

ხონის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ თეა მესხის ხელმძღვანელობით, დედებს 3 და 8 მარტი, ორიგინალურად მიულოცეს. 

პირველკლასელებმა ვიდეომილოცვა ჩაწერეს და რომლის მიმართაც გულგრილი არავინ დარჩენილა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ვირტუალურ საკლასო ოთახებში გადავინაცვლეთ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შემოქმედი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.

ხონის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა თეა მესხმა, გულისამაჩუყებელი სიურპრიზი მოუწყო დედიკოებს.

პირველკლასელებმა მოამზადეს და ჩაწერეს მილოცვის ვიდეო, რომლის მიმართაც გულგრილი ვერავინ დარჩებოდა. ასე აღინიშნა დედისა და ქალთა დღეები ჩვენს სკოლაში“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203