შემოქმედის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს გაკვეთილებს დისტანციურად უტარებენ
08-04-2020

ოზურგეთის მუნიციპლაიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლა გაკვეთილებს დისტანციურად ატარებს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები როგორც სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ისე მშობლები. 

სკოლას შედგენილი აქვს სპეციალური ჯგუფები და ცხრილი, რის მიხედვითაც სრულად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება ყველა საგანში. პედაგოგები იყენებენ ყველა ელექტრონულ პლატფორმას: „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერს“, ფეისბუქ ჯგუფებს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონს.

შემოქმედის სკოლის პედაგოგები მაქსიმალურად არიან ჩართულნი დისტანციურ სწავლებაში, რათა სასწავლო პროცესი სრულყოფილად წარიმართოს და მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203