გაჭედილის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში არიან ჩართულნი
07-04-2020
გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში არიან ჩართულნი. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც კომპიუტერული მოწყობილობები არ აქვთ, მასწავლებლები ტელეფონით უკავშირდებიან.
„გაჭედილის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩართული არიან დისტანციურ სწავლებაში. დისტანციური სწავლებისთვის შექმნილია ვირტუალური საკლასო სივრცეები Teams და feedc-ს პლატფორმით, კლასების დახურული ფეისბუქ-ჯგუფები, სადაც ონლაინ გაკვეთილები მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრული განრიგით, ასევე მიეწოდებათ საინტერესო რესურსები და დავალებები, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორებიც: ყველა მოსწავლეს არა აქვს კომპიუტერული მოწყობილობა, ინტერნეტი. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლები სატელეფონო კომუნიკაციით ახერხებენ მოსწავლეებისათვის საჭირო დავალებებისა და მასალების მიწოდებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს