ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები STOPCOV ფონდში თანხას გადარიცხავენ
07-04-2020

ოზურგეთის N2 საჯაროს სკოლის მასწავლებლები აცნობიერებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მზად არიან, აპრილის თვის ხელფასიდან 50 ლარი გადარიცხონ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან უკვე რამდენიმე სკოლამ გამოთქვა ფონდში თანხის ჩარიცხვის სურვილი.

„ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგების ერთობლივი გადაწყვეტილებით, თითოეული ჩვენგანი აპრილის თვის ხელფასიდან 50 ლარს გადარიცხავს stopcov.ge ფონდში“,- აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. COVID-19-ის დროულად დასამარცხებლად შეიქმნა ფონდი, სადაც თანხას რიცხავენ როგორც ბიზნესმენები, ასევე სხვა მოქალაქეები. stopcov.ge-ის ფონდში ამ ეტაპზე უკვე 23 მილიონ ლარზე მეტია შეგროვებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203