
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი დიდი ენთუზიაზმით მიმდინარეობს.
„საგაკვეთილო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ჩართულნი არიან ონლაინ სწავლებაში, რომელიც დიდი ენთუზიაზმით მიმდინარეობს. პედაგოგები იყენებენ როგორც Microsoft Teams-ის პროგრამას ასევე ელექტრონულ ფოსტას, „მესენჯერსა“ და მობილურ ტელეფონს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.