
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა მაქსიმალურად იცავს სამინისტროს რეკომენდაციებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.