ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
07-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს. პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართულნი.

სკოლა იყენებს დისტანციური სწავლებისთვის სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს როგორებიცაა: „თიმსი“, „ზუმი“, „მესენჯერი“, ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგები ცდილობენ მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური სწავლება, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილად შეძლონ განათლების მიღება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203